Author Archives: fsoriazi

ცოდნა არის ძალა

ვინაიდან ფსორიაზი არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არსებული მდგომარეობა, მნიშვნელოვანია მის მართვაში აქტიური როლის შესრულება. მეტის გაგება ფსორიაზეს შესახებ, დერმატოლოგთან ვიზიტი მკურნალობის საკითხების განსახილველად, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს სავსე ცხოვრებით ცხოვრებაში.

Leave a comment

Filed under medicine

რა იწვევს ფსორიაზს?

ფსორიაზი არ არის კონტაგიოზური (ანუ გადამდები). თქვენ ვერ დაავადდებით ფსორიაზით დაავადებულ ადამიანთან შეხებით, ან მასთან ერთად საცურაო აუზში ცურვით, ან თუნდაც ინტიმური კონტაქტით. ფსორიაზი არის ბევრად უფრო რთული, იმდენად რთული, რომ რეალურად მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუ რა ხდება როცა ფსორიაზი ვითარდება.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის იმუნური სისტემა და გენები თამაშობს მთავარ როლს. იმუნური სისტემის შესწავლისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ, როდესაც ადამიანს აქვს ფსორიაზი, T-უჯრედები (ლეიკოციტების, ანუ სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ებრძვის არასასურველ აგენტებს (ოკუპანტებს), როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები) შეცდომით იწვევენ რეაქციას კანის უჯრედებში. ამიტომაც ფსორიაზი მოიხსენიება როგორც ,,T-უჯრედით გაშუალედებული დაავადება”.

ეს რეაქცია ააქტიურებს მოვლენების სერიას, რომლებიც იწვევენ ახალი კანის უჯრედების ფორმირებას კვირების ნაცვლად დღეებში. მიზეზი რატომაც  T-უჯრედები იწვევენ ამ რეაქციას, უნდა იდოს ჩვენს დნმ-ში. ადამიანები, რომელთაც უვითარდებათ ფსორიაზი მემკვიდრეობით იღებენ გენებს, რომელიც იწვევს ფსორიაზს.

ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებებისაგან განსხვავებით, ფსორიაზის განვითარებაში ჩართულია მრავალი გენი. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ მოახდინონ ამ გენების იდენტიფიკაცია. ერთ-ერთი გენი, რომელიც იქნა იდენტიფიცირებული არის PSOPS1. ეს არის ერთ-ერთი იმ რამოდენიმე გენიდან, რომელიც არეგულირებს _ როგორ უნდა ებრძოლოს ინფექციებს იმუნური სისტემა.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ყველა ვინც მემკვიდრეობით იღებს ფსორიაზის გენებს არ ავადდება ფსორიაზით.

იმისათვის რომ ფსორიაზი გამოვლინდეს, ადამიანმა უნდა მიიღოს მემკვიდრეობით გენების ,,სწორი” კომბინაცია და მოხდეს გამშვები მექანიზმის (მაპროვოცირებელი ფაქტირის) ზემოქმედება.

ყველაზე ჩვეული მაპროვოცირებელი ფაქტორები ფსორიაზისთვის არის: სტრესული სიტუაციები ცხოვრებაში, კანის დაზიანება, ყელის სტრეპტოკოკური ინფექცია. მრავალი ადამიანი ამბობს, რომ მას ფსორიაზი პირველად განუვითარდა ერთ-ერთი ამ ფაქტორის გადატანის შემდეგ.

მაპროვოცირებელი ფაქტორები არ არის უნივერსალური, რაც იწვევს ფსორიაზს ერთ ადამიანში, იმან შეიძლება არ გამოიწვიოს სხვა ადამიანში.

Leave a comment

Filed under medicine

რა გავლენას ახდენს ფსორიაზი ცხოვრების ხარისხზე?

ზოგიერთი ადამიანისთვის ფსორიაზი არის უბრალოდ არასასიამოვნო, სხვები ფიქრობენ რომ ფსორიაზი გავლენას ახდენს მათი ყოველდღიური ცხოვრების ყოველ ასპექტზე. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ფსორიაზის არაკონტროლირებადი ბუნება.

ფსორიაზი არის ქრონიკული დაავადება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ხშირი გამწვავებები, რომელიც ვლინდება ყოველ კვირეულად ან ყოველ თვიურად, სხვებს აქვთ იშვიათი გამწვავებები.

როდესაც ფსორიაზი მწვავდება, მას შეუძლია გამოიწვიოს ქავილი და ტკივილი, ზოგჯერ კანი სკდება და სისხლი მოდის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ძილის ნაკლებობა ართულებს პიროვნების სკოლაზე ან სამსახურზე ფოკუსირებას. გამწვავება ზოგჯერ მოითხოვს დერმატოლოგთან ვიზიტს დამატებითი მკურნალობისთვის.

გამწვავებებისა და რემისიების ეს ციკლები ხშირად იწვევს სევდიან, უიმედო, დანაშაულისა და ბრაზის მომგვრელ გრძნობებს, ისევე როგორც დაბალ თვით-შეფასებას. დეპრესიის მაჩვენებელი მაღალია ფსორიაზით დაავადებულებში, დაბნეულობის განცდაც არის აგრეთვე ჩვეული.

Leave a comment

Filed under medicine

Tools ‹ fsoriazi — WordPress

Tools ‹ fsoriazi — WordPress.

Leave a comment

Filed under Uncategorized

ვინ ავადდება ფსორიაზით?

ადამიანები მთელს მსოფლიოში ავადდებიან ფსორიაზით. აშშ-ში თითქმის 7,5 მილიონ ადამიანს აქვს ფსორიაზი და ყოველწლიურად დაახლოებით 150 000 ახალი შემთხვევის დიაგნოზირება ხდება. კვლევები აჩვენებს რომ ფსორიაზით ერთნაირად ავადდებიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. გამოკვლევები ასევე აჩვენებს რომ კავკასიელები ავადდებიან ფსორიაზით უფრო ხშირად ვიდრე სხვა რასები. კვლევამ რომელიც ჩატარდა აშშ-ში აჩვენა  რომ მეტობა იყო 2,5 % კავკასიელებში და 1,3 % აფრო ამერიკელებში.

ფსორიაზის არსებობა ოჯახურ ანამნეზში ზრდის ფსორიაზის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფსორიაზის არსებობა ოჯახურ ანამნეზში არ არის გარანტია იმისა, რომ ვინმეს განუვითარდება ფსორიაზი.

Leave a comment

Filed under medicine

რა ნიშნები და სიმპტომები აქვს?

ფსორიაზის ტიპის მიხედვით კანის დაზიანებები გარეგნულად განსხვავებულია. არსებობს ფსორიაზის 5 ტიპი: ბალთოზური, ლაქოვანი, პუსტულარული, ინვერსიული და ერითროდერმული.

ფსორიაზის მქონე ადამიანთა დაახლოებით 80%-ს აქვს ბალთოზური ფსორიაზი, ე.წ. ,,psoriasis vulgaris”. ბალთოზური ფსორიაზის დროს წარმოიქმნება სქელი, ქერცლოვანი კანის ლაქები, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ვერცხლისფერი ან წითელი. ბალთებად წოდებული ეს ლაქები შესაძლოა განვითარდეს კანზე ყველგან, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება იდაყვებზე, მუხლებზე, ზურგის ქვედა ნაწილზე და თავის თმიან არეზე.

ფსორიაზს ასევე შეუძლია დააზიანოს ფრჩხილები. ადამიანთა დაახლოებით 50% ვინც ავადდება ფსორიაზით ხედავს ცვლილებებს ხელის ან/და ფეხის ფრჩხილებზე. თუ ფრჩხილებმა დაიწყო ფრჩხილის ბუდიდან ამოვარდნა ან განუვითარდა ჩაღრმავებები, ამობურცულობები, მიიღო მოყვითალო-სტაფილოსფერი ფერი, ეს შესაძლოა იყოს ფსორიაზული ართრიტის ნიშანი. მკურნალობის გარეშე ფსორიაზული ართრიტი შიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს დაუძლურება.

თუ ფრჩხილის ცვლილებები დაიწყო ან სახსრების ტკივილი განვითარდა, აუცილებელია დერმატოლოგთან მისვლა. ადრეულ მკურნალობას შუძლია თავიდან აგვარიდოს სახსრების დაზიანება.

Leave a comment

Filed under medicine, Uncategorized

რა არის ფსორიაზი?

ფსორიაზი არის  დაავადება, რომელიც გამოვლინდება მაშინ როცა კანის უჯრედები იზრდება ზედმეტად სწრაფად. მცდარი სიგნალები იმუნურ სისტემაში იწვევს ახალი კანის უჯრედების წარმოქმნას კვირების ნაცვლად დღეებში. ორგანიზმი არ იშორებს კანის ამ ზედმეტ უჯრედებს, ამგვარად უჯრედები გროვდება ზედაპირზე და წარმოქმნის დაზიანებებს.

Leave a comment

Filed under medicine

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

1 Comment

Filed under Uncategorized